სესკი:''ჩვენ მზად ვართ ფინალისთვის''

სესკი:''ჩვენ  მზად ვართ ფინალისთვის''

''ბარსას'' ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ინტერვიუში ისაუბრა ''კოპა დელ რეის'' გასამართ ფინალზე და განაცხადა, რომ ფინალისთვის ყველა ფეხბურთელი მზად არის.

 

სესკ ფაბრეგასი პირველად არის ''ბარსასთან'' ერთად ''კოპა დელ რეის'' ფინალში. ეს მატჩში 25 მაისს გაიმართება. ფეხბურთელს დიდი იმედი აქვს, რომ მისი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს. ესპანელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს დიდი იმედი აქვთ, რომ გამარჯვებას მოიპოვებენ. ამ თასის მოგების შემთხვევაში ''ბარსა'' სეზონს 4 მოგებული ტიტულით დაასრულებს.

 

ფეხბურთელმა ასევე აღიარა, რომ მათ დიდი დასვენება გამოუვიდათ მაგრამ ეს წარმატებაში ხელს ვერ შეუშლის. ''ჩვენ მზად ვართ ბოლომდე სათამაშოდ. დიდი ხანი მოგვიხდა დასვენება, მაგრამ ველოდებით ფინალს''.

 

მეტად მოტივირებულები, ვიდრე როდესმე

''ბარსას'' ნახევარმცველს არ ჯერა, რომ ''ატლეტიკი'' უფროა მოტივირებული, ვიდრე ''ბარსას'' ფეხბურთელები. "დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, ვიდრე ისინი. გუნდს გამარჯვება და კიდევ ერთი ტიტულის მოგება სწყურია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ყოველთვის მოსალოდნელია მეტექეების მხრიდამ. ''ბარსა'' აპირებს თავის გულშემატკივარს სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზოს. მათ აქვთ ჩვენი იმედი და ეს იმედი გუნდმა უნდა გაუმართლოს. ამ თამაში ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

 

საუკეთესო ფინალი გვარდიოლასთვის

სესკ ფაბრეგასმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ 25-ში პეპის ეპოქა საბოლოოდ დასრულდება. ''ამ ეპოქის დასრულება სანახაობრივი იქნება. ის ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებდა და გული გვწყდება, რომ იგი გუნდიდან მიდის. ის უნიკალური და შესანიშნავი ადამიანია. 

 

''ტიტომ იცის, რასაც აკეთებს''

სესკი ასევე ინტერვიუში ''ბარსას'' მომავალ თავკაცზე, ტიტო ვილანოვაზეც საუბრობს. ''ტიტომ ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. მე ვიმედოვნებ, რომ წლევანდელი მაჩვენებელი შეიცვლება და გუნდი კიდევდაკიდევ მეტს მიაღწევს''.

 

ტიტოს და პეპის ურთიერთობაზე, ფეხბურთელი საუბრობს: ''მათ ერთმანეთთან სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ. ჩვენ ის გვტკივა, რომ მომავალი წლიდან ამ ურთიერთობას ვერ დავინახავთ''. დაასრულა სესკმა.

 

ვიდეო


[media=http://www.youtube.com/watch?v=eeZrf19rSTU]


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.