ფაბრეგასს ვან პერსის "არსენალში" დარჩნა სურს

ფაბრეგასს ვან პერსის "არსენალში" დარჩნა სურს

კატალონიური "ბარსელონას" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი მისი ყოფილი გუნდიდან, ლონდონის "არსენალიდან" რობინ ვან პერსის შესაძლო წასვლის შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ გაუხარდება, თუ ჰოლანდიელი "მეთოფეთა" რიგებს არ დატოვებს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, ვან პერსიმ "არსენალი" დატოვოს. ჰოლანდიელი შემტევით დაინტერესებას "ბარსელონაც" იჩენს, მაგრამ კატალონიელთა მე-4 ნომერს, სესკ ფაბრეგასს სურს, რომ ვან პერსი "არსენალში" დარჩეს.

"როგორც "არსენალის" გულშემატკივარს, გამიხარდება, თუ ვან პერსი "არსენალში" დარჩება და გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარება. მესმის, რომ მისი შეძენით არაერთი გუნდია დაინტერესებული, მაგრამ კარგი იქნება, თუ რობინი "არსენალს" არ დატოვებს" - აცხადებს ფაბრეგასი, რომელიც ვან პერსისთან ერთად, "არსენალში", 2004-2011 წლებში თამაშობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.