"ბარსელონამ" ვან პერსის დაუმიზნა
ინგლისური გამოცემა "დეილი სტარის" ცნობით, კატალონიის "ბარსელონამ" თვალი ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელს, რობინ ვან პერსის დაადგა. ესპანური გრანდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ამ ტრანსფერის განხორციელებაში ერთ–ერთ ყველაზე მთავარ როლს ჰოლანდიელი ფორვარდის ყოფილი თანაგუნდელი, სესკ ფაბრეგასი ითამაშებს.
"ბარსას" ნახევარმცველის, ფაბრეგასის ერთ–ერთი ყველაზე დიდი არგუმენტი ვან პერსისგან კატალონიაში გადმობარგებაზე თანხმობის მისაღებად იქნება ტიტულების მოგება. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ 1 წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც სესკმა ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმა მოირგო და მან უკვე მოახერხა 3 თასის მოგება. რაც შეეხება "არსენალს", ბოლო 5 წელია თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად ეს გუნდი მაინც ვერ ახერხებს ტიტულის მოპოვებას.
ვან პერსიმ ამ სეზონში "მეთოფეების" და ჰოლანდიის ნაკრების რიგებში ერთად 37 გოლი გაიტანა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვამდე 18 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. რობინით "ბარსელონას" გარდა ასევე დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი". ფეხბურთელის ფასი? როგორც კატალონიური გამოცემა "სპორტი" იტყობინება, პერსი 48 მილიონი ევრო ღირს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]