”ბარსა ბ” გაძლიერებას ხიხონის ”სპორტინგის” ფეხბურთელით გეგმავს

”ბარსა ბ” გაძლიერებას ხიხონის ”სპორტინგის” ფეხბურთელით გეგმავს


მომდევნო სეზონისთვის ”ბარსელონა ბ”-ს მთავარი სატრანსფერო სამიზნე ხიხონის ”სპორტინგის” ნახევარმცველი, ალექს ბარერაა.

უკვე ცნობილია, რომ ”ბარსელონას” მეორე გუნდი მიმდინარე ზაფხულში რიგ ცვლილებებს მოახდენს. იქნება დანაკარგები, ასევე შენაძენები. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ”ბარსელონას” ტექნიკურ შტაბს უკვე საინტერესო ფეხბურთელების სია აქვს.

ერთ-ერთი მათგანია ალექს ბარერა. ხიხონის ”სპორტინგის” ჩამშლელი ნახევარმცველი ოვიედოში, 1991 წლის 12 მაისს დაიბადა. ის ხიხონური კლუბის აღზრდილია და გასულ სეზონში დებიუტი ჰქონდა ”სპორტინგ ბ”-ს შემადგენლობაში, რომელიც ”სეგუნდა ბ”-ში ასპარეზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.