მესი მამა გახდება
დადასტურდა ინფორმაცია, რომელიც აპრილის ბოლოს გავრცელდა, ვითომ ლიონელ მესი მალე მამა გახდებოდა. როგორც იცით, აპრილში ითქვა, რომ ლეოს შეყვარებული და მომავალი მეუღლე ანტონელა როკუზო ბავშვს ელოდებოდა. ეს ჭორი გუშინ არგენტინის თამაშისას დამტკიცდა.
აპრილის ბოლოს, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ მესი მამა გახდებოდა. ამის შესახებ თავად ანტონელამ დაწერა საკუთარ "ტვიტერზე". ამის შემდეგ ეს თემა ჩაიფუშა, თუმცა გუშინდელი მატჩის შემდეგ ყველაფერს ფარდა აეხადა და დამტკიცდა. როცა ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა არგენტინისათვის მესამე გოლი გაიტანა, მან ბურთი მაისურის ქვეშ ჩაიდო. გოლს ასეთი ჟესტით ისინი აღნიშნავენ, ვინც ოჯახში ახალ წევრს ელიან.
თავად ლეო მესის ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ამის დროც მოვა...
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]