მესიმ თითქმის დაადასტურა, რომ მალე მამა გახდება

მესიმ თითქმის დაადასტურა, რომ მალე მამა გახდება

კატალონიის "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ (არგენტინა 4:0 ეკვადორი) კომენტარი გააკეთა და შედეგით კმაყოფილი იყო.

 

"ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. მე მოედანზე თავს თავისუფლად ვგრძნობდი და სწორედ ამიტომ თამაში კარგად გამომდიოდა. თანაგუნდელებმაც ძალიან კარგად გამიგეს და საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ."

 

როგორც მოგეხსენებათ, როდესაც მესიმ გოლი გაიტანა, მან ბურთი მაისურის ქვეშ ჩაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან გოლი ვინმე ორსულს მიუძღვნა. მარტში გავრცელდა ჭორები, რომ ლეოს შეყვარებული ელოდებოდა ბავშვს და არგენტინის და ეკვადორის მატჩში ლეოს საქციელმა ეს პრაქტიკულად დაადასტურა კიდეც. ჟურნალისტებმა რა თქმა უნდა მას ამის შესახებაც ჰკითხეს.

 

"მე ეს გოლი ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს მივუძღვენი." 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.