ლორენტე: "ალბას თაობაზე "ბარსასთან" მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ"
ესპანური "ვალენსიას" პრეზიდენტმა მანუელ ლორენტემ სენსაციური განცხადება გააკეთა. "ღამურების" მეპატრონემ თქვა, რომ კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან არანაირი საქმიანი შეხვედრა არ ჰქონია და არც მოლაპარაკებებს აწარმოებს ხორდი ალბას ტრანსფერთან დაკავშირებით.
"ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ "ბარსელონას" მესვეურებთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. გული მიგრძნობს, ისინი დაინტერესებულნი არიან ხორდი ალბათი, თუმცა ჯერ–ჯერობით ოფიციალურად არ მოუმართავთ და ურთიერთობა საერთოდ არ გვქონია." –განაცხადა ლორენტემ.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ხმები, რომ "ბარსა" და "ვალენსია" ალბას ფასზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა როგორც კლუბის პრეზიდენტის ნათქვამიდან ჩანს, ეს მხოლოდ ჭორი იყო და მეტი არაფერი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]