მარსელო: "მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია"
ჩვეულებისამებრ, მადრიდის "რეალის" უმეტესობა ფეხბურთელი თვლის, რომ მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუა, თუმცა როგორც ჩანს ყველა ერთ აზრზე არაა. ბრაზილიელმა მარსელომ განაცხადა, რომ ამ დროისათვის პლანეტაზე ყველაზე ღირებული მობურთალი ლიონელ მესია.
მარსელოსგან ასეთი განცხადების მოსმენა ცოტა არ იყოს გასაკვირიცაა, რადგან მესი არგენტინელია და "ბარსელონაში" თამაშობს, ხოლო თავად მარსელო ბრაზილიელია და "რეალში" ასპარეზობს. ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ამ შაბათს ნიუ ჯერსიში დაუპირისპირება, როდესაც მათი ქვეყნები ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
"რა თქმა უნდა მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ძალიან დიდი პატივია მის წინააღმდეგ თამაში. ვნახოთ მოვახერხებთ თუ არა მის ამოკეტვას. თუ ეს შევძელით, საქმეს ორმაგად გავიადვილებთ. ისე კი, არგენტინას შესანიშნავი თავდასხმის ხაზი აქვს და უკვე ვფიქრობთ როგორ დავიცვათ თავი." –განაცხადა მარსელომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]