სანაბრია თანაგუნდელებს დაემშვიდობა
"ბარსელონა ბ"-ს თავდამსხმელის, ტონი სანაბრიას იტალიურ "რომაში" გადასვლა შეგვიძლია დასრულებულად მივიჩნიოთ. კატალონიური Sport-ის ცნობით, 17 წლის ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და მათ აუწყა, რომ "რომაში" გადადის. აღნიშნულს ადასტურებს "ბარსა ბ"-ს კიდევ ერთი ფეხბურთელის, პოლ კალვეტის მიერ "ტვიტერზე" გაკეთებული ჩანაწერი.
"წარმატებები შენს ახალ გუნდში. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, პარაგვაელო. არივედერჩი." - ასე მიმართავს კალტევი სანაბრიას.
ივარაუდება, რომ ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცახდება უახლოეს დღეებში გაკეთდება და მეტ ინფორმაციასაც ამ დროს გავიგებთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]