"ბარსელონა" ტელიოში 10 მილიონს ითხოვს
კატალონიის "ბარსელონა" მზადაა 10 მილიონ ევროდ გაყიდოს კრისტიან ტელიო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავს გუნდში ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა, "ლურჯ–ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა მაინც მზადაა გაუშვას იგი.
ამ მომენტისათვის, 20 წლის თავდამსხმელით "ატლეტიკო", "ლივერპული", "სევილია" და "ვალენსია" არიან დაინტერესებულნი.
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსამ" მხოლოდ 25 მილიონი ევრო გამოყო საზაფხულო ტრანსფერებისთვის. ამ ოდენობას კიდევ ის თანხა დაემატება, რომელსაც კლუბი ფეხბურთელების გაყიდვით მიიღებს. თუ ტელიო 10 მილიონ ევროდ წავა, ამ შემთხვევაში "ბლაუგრანას" უკვე 35 მილიონი ევრო ექნება ახალი მოთამაშეების შესაძენად.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]