დიდი მადლობა, პეპ!

დიდი მადლობა, პეპ!

 
”ბარსელონას” პირველი გუნდის ყველა წევრმა კიდევ ერთხელ გაიხსენა პეპ გვარდიოლა. მათ მსგავსად საკუთარი აზრი გამოთქვა სპორტულმა დირექტორმა, ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა.

კარლეს პუიოლი: ”ჩვენთვის გზის ჩვენებისთვის


ჩავი ერნანდესი: ”ფეხბურთში რევოლუციის მოხდენისთვის


ვიქტორ ვალდესი: ”ყველაფრისთვის, მადლობთ ბოსს!”


ანდრეს ინიესტა: ”ყველა რჩევისთვის, ყველა პრობლემის გადაჭრისთვის, ყოველი სიტყვისთვის...”


ლეო მესი: ”მეგობრობისთვის, თავდადებისთვის, გამარჯვებულის ხასიათისთვის! არასდროს დამავიწყდები


სესკ ფაბრეგასი: ”ამ პროექტში მონაწილოების შანსის მოცემისთვის და ყველაფრისთვის, რაც მასწავლე


დანი ალვესი: ”ყველაფრისთვის, რაც მოგვეცი მოედანზე და მის მიღმა


ხერარდ პიკე: ”ყველაფრისთვის, რასაც ყოველ დღე გვასწავლიდი და იმისთვის, რაც შენგან ვისწავლეთ


პედრო როდრიგესი: ”ყველაფრისთვის, რაც მასწავლე და იმისთვის, რაც ერთად მოვიგეთ


ხავიერ მასკერანო: ”ჩემზე ასეთი შთაბეჭდილების მოხდენისთვის, ფეხბურთის შენეული ხედვისთვის და შენი ლიდერობისთვის


სერხიო ბუსკეტსი: ”იმისთვის, რომ ამ წარმატების ნაწილი ვიყავით


დავიდ ვილია: ”საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო გუნდისთვის და დაუვიწყარი 4 წლისთვის


ტიაგო ალკანტარა: ”იმისთვის, რომ ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებდი


ერიკ აბიდალი: ”ჩემი ნდობისთვის, მიუხედავად ავადმყოფობისა. ეს არასდროს დამავიწყდება...


ხოსე მანუელ პინტო: ”იმისთვის, რომ დაგვეხმარა გაზრდაში, როგორც ადამიანურ, ასევე პროფესიულ დონეზე. შენი გრძნობების ჩვენში გადმოტანისთვის. ჩვენი რწმენისთვის... ყველაფრისთვის


ადრიანო კორეია: ”ჩემი ნდობისთვის და ერთად გამოცდილი ყველაფრისთვის


იბრაჰიმ აფელაი: ”ჩემი მხარდაჭერისთვის ტრავმის დროს და შანსისთვის, რომელსაც მაძლევდი


ალექსის სანჩესი: ”შენი ნდობისთვის და ერთად მოგებული 4 ტიტულისთვის


სეიდუ კეიტა: ”საუკეთესო ქცევისთვის


ანდრეუ ფონტასი: ”ყველაფრისთვის, რაც მიეცი სპორტს, ფეხბურთს და ”ბარსას”. დიდი პატივი იყო ამ წლების შენთან ერთად გატარება. ყოველთვის მადლობელი ვიქნები


ისააკ კუენკა: ”ფეხბურთის თამაშის საუკეთესო გზის სწავლებისთვის


ანდონი სუბისარეტა: ”ღიმილის ბევრი წლისთვის


ხოსეპ მარია ბართომეუ: ”კლუბის დიდებულად ქცევისთვის. დიდი მადლობა პეპ ვალდებულებებისთვის, შენი გრძნობისთვის და თავდადებისთვის


სანდრო როსელი: ”ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის და ყველა მომენტისთვის, რაც მოგვეცი. ”ბარსა” არის და მუდამ იქნება შენი სახლი

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.