"ბარსელონელები" პედროს ემშვიდობებიან
"ბარსელონას" ფეხბურთელები თავიანთ უკვე ყოფილ თანაგუნდელს, პედრო როდრიგესს, სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Twitter-ის საშუალებით, ემშვიდობებიან და წარმატებებს უსურვებენ.
ინიესტა: "წარამტებებს გისურვებ, პედრო. ძალიან, ძალიან მოგვენატრები, ჩემო მეგობარო!"
ბარტრა: "ყველაფრისთვის მადლობა, რაც ერთად გამოვიარეთ მოედანსა და მის გარეთ. წარმატებები, ჩემო მეგობარო!"
ალბა: "შესანიშნავო თანაგუნდელო, საოცარო მეგობარო, მადლობა შენ და შენს მთელ ოჯახს. ძალიან მოგვენატრები, ძმაო!"
ს. რობერტო: "პედრო, ძალიან მოგვენატრები!! მადლობა ყველაფერისთვის! ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ!"
მასკერანო: "პედრო, ყველაფერი საუკეთესო და მადლობა ყველაფრისთვის".
მესი: "ჩვენ წლების განმავლობაში ერთად მართლაც დიდებული მომენტები გვქონდა. წარმატებები შენი ცხოვრების ახალ თავგადასავალში, პედრო!"
პედროს წარმატებების უსურვეს "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელებმაც:
პუიოლი: "წარმატებები, პედრო, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ! დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მაგრად გეხვევი, ჩემო მეგობარო!"
აბიდალი: "ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ახალ ეტაპზე, პედრო".
პინტო: "წარმატებები ახალ ეტაპზე, დონ პიეტრო, ისტორიას დაწერ ინგლისში, როგორც ეს "ბარსაში" გააკეთე".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]