მოდრიჩი: "ინიესტა თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა"

მოდრიჩი: "ინიესტა თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა"

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა და გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა ისაუბრა ესპანეთის ნაკრებზე. იგი ასევე შეეხო "ფურია როხას" ერთ–ერთ წამყვან მოთამაშეს, ანდრეს ინიესტას და თქვა, რომ იგი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. როგორც მოგეხსენებათ, მოდრიჩიც და ინიესტაც ერთი და იმავე პოზიციაზე ასპარეზობენ.

 

"ანდრეს ინიესტა საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ეს გუნდი დღეისათვის პირველია და რთული მატჩი გველის. ამის მიუხედავად, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ირლანდიასთან, მაშინ მოგების შესანიშნავი შანსი გვექნება. იტალიისა და ესპანეთის დაპირისპირება? რა შემიძლია ვთქვა...ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ დელ ბოსკემ თავდამსხმელი არ ათამაშა." –განაცხადა მოდრიჩმა.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი და ხორვატია ერთმანეთს ორშაბათს, 18 ივნისს, 20:00 სთ–ზე გაეჯიბრებიან ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის ეგიდით. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.