200–მდე ესპანელმა ქომაგმა ბალოტელი რასისტული გამონათქვამებით "შეამკო"
უეფამ კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია მიიღო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე რასიზმის გამოვლენის შესახებ. როგორც გაირკვა, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირებისას, 200–მდე ესპანელი გულშემატკივარი მარიო ბალოტელის მიმართ მუდმივად სკანდირებდა რასიზმულ ფრაზებს.
როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა რუსეთისა და ჩეხეთის მატჩში, როდესაც ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი ტეოდორ გებრე სელასი რუსმა ქომაგებმა გამოლანძღეს და მთელი შეხვედრის განმავლობაში რასიზმულ გამონათქვამებს "ისროდნენ" მის მიმართ. სელასმა ამის თაობაზე უეფას ოფიციალურად არ მიმართა და გადაწყვიტა უბრალოდ დაევიწყებინა ეს მართლაც შემზარავი და სამარცხვინო ფაქტი.
უეფა აგრძელებს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და შეეცდება ყველა მომხდარი ფაქტი გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]