ბუსკეტსი: "არ მესმის რატომ გვაკრიტიკებენ"
ესპანეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელი იზიარებს გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს ნებისმიერ გადაწყვეტილებას და სჯერათ მისი. სერხიო ბუსკეტსის და ხესუს ნავასის თქმით, "ფურია როხა" სწორ გზას ადგას და ისინი წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.
"ვინც გუნდის შიდა სამზარეულოშია გარკვეული, ხვდება პროდუქტიულია თუ არა მწვრთნელის ესა თუ ის გადაწყვეტილება. აქ ყველა გუნდის წარმატებისთვის იბრძვის. უბრალოდ არ მესმის რატომ გვაკრიტიკებდნენ იტალიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ. უკვე 4 წელია ასეთი ტაქტიკით ვთამაშობთ და ფაქტია, რომ წარმატებას წარმატებაზე ვაღწევთ." –განაცხადა ბუსკეტსმა.
"რა თქმა უნდა შეხვედრას როცა ვერ იგებ, კრიტიკას ყოველთვის გაიგებ; ასე ხდებოდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და ასე ხდება ახლაც." –დაამატა ნავასმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]