დი მარია: "მესი და რონალდუ ერთმანეთს გვანან"

დი მარია: "მესი და რონალდუ ერთმანეთს გვანან"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ პარალელი გაავლო მის თანაგუნდელ, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუსა და არგენტინელ ლიონელ მესის შორის. დი მარიას თქმით, ეს ორი მოთამაშე ერთმანეთს ძალიან ჰგავს და მათ ნიჭს საზღვარი არ აქვს.

 

"რონალდუ და მესი ერთმანეთს ძალიან გვანან. ორივე მათგანი ყოველთვის წარმატებისთვის იბრძვის და უამრავ პირად ჯილდოს აგროვებს. მათ ნიჭს საზღვარი არ აქვს. კრიშტიანუ ფიზიკურად ძალიან ძლიერია და შეუძლია საოცარი სისწრაფის წარმოება. რაც შეეხება ლეოს, იგი სულ მოკლე მანძილშიც ახერხებს უსწრაფესად გაქცევას და მცველის წამებში მოტყუებას. მას სულ პატარა ტერიტორიაც რომ მისცე, მაინც იპოვის გზას და შანსს არ დაუტოვებს მოწინააღმდეგეს. პრაქტიკულად ვერ გამოიცნობ მის მომდევნო მოძრაობას. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ რონალდუც და მესიც ჩემი თანაგუნდელები არიან." –განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.