რონალდუს "გადაეკეტა"
როგორც აქამდე გერმანელმა გულშემატკივრებმა (მანამდე კი ბოსნიელებმა), დღესაც დანიის ქომაგები მთელი მატჩის მანძილზე, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ ბურთს შეეხებოდა არგენტინელი ლიონელ მესის სახელს სკანდირებდნენ. ამან დიდად იმოქმედა პორტუგალიელზე და ვერ აჩვენა თავისი თამაში. მან რამდენიმე ხელსაყრელი გოლის გატანის შანსი გააფრიალა და ამის გამო რამის დაისაჯა კიდეც მისი გუნდი. როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს დანიელმა ფანებმა და მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, იგი საგრძნობლად გაღიზიანებული იყო და ჟურნალისტებს უსუსური არგუმენტიც მოუყვანა კატალონიის "ბარსელონას" ლიდერის და არგენტინელთა კაპიტნის თაობაზე.
"იცით სად იყო მესი გასულ წელს ზუსტად ამ დროს? იცით თუ არა? იგი გამოგდებულ იქნა "კოპა ამერიკიდან", რომელიც მისსავე ქვეყანაში ტარდებოდა! ვფიქრობ, ეს უარესია, არა?"
როგორც ჩანს რონალდუს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დაავიწყდა: "კოპა ამერიკა" შარშან ივლისში იყო და არა "ზუსტად ამ დროს". კრიშტიანუს აღარ ახსოვს, რომ მასპინძლებმა ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულეს და 1/4 ფინალშიც გავიდნენ, სადაც ურუგვაისთან დამარცხდნენ, რომელიც მოგვიანებით ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ამის მიუხედავად, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ მესის ტურნირზე უჭირდა გოლის გატანა, ისევე როგორც პორტუგალიელს ამ ევროპის ჩემპიონატზე.
ყველაფრის მიუხედავად, ეს ნამდვილად არ არის კარგი პარალელის გავლება და კარგი შედარება. "კოპა ამერიკა" და ევროპის ჩემპიონატი ორი სრულიად სხვადასხვა ჩემპიონატია. რონალდუს ცუდი თამაშის გამო გაკრიტიკება ნამდვილად სამართლიანია და მისი მხრიდან ლიონელ მესის გასული წლის თამაშებზე საუბარი და რაიმე სახის არგუმენტების მოყვანა სრული უსუსურობაა და მეტი არაფერი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]