"რეალის" გულშემატკივრებმა პიკეს უსტვინეს

"რეალის" გულშემატკივრებმა პიკეს უსტვინეს

ესპანეთის ნაკრების ღია ვარჯიშის დროს, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებმა კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, ხერარდ პიკეს ობსტრუქცია მოიწყვეს.

ტრებლის აღნიშვნის დროს, პიკემ ირონიულად აღნიშნა, რომ "ბარსელონას" მიერ სამივე ტიტულის მოგებაში თავისი წვლილი "რეალის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღეზე გამართულმა წვეულებამაც შეიტანა, რამაც მადრიდული გუნდის გულშემატკივრები გააღიზიანა.

ესპანეთის ნაკრების ღია ვარჯიშის დროს, ყოველ ჯერზე, როდესაც პიკე ბურთს მიიღებდა, "რეალის" გულშემატკივრები მას უსტვენდნენ და ფეხბურთელის მისამართით უხამს სიტყვებსაც არ იშურებდნენ. თუმცა, პიკემ სიმშვიდის ბოლომდე შენარჩუნება მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.