”ბარსელონამ” შეიძლება ”უდინეზეს” მცველი შეიძინოს
გასული სეზონის ბოლო ტურებში ”ბარსელონას” სკაუტები 4-ჯერ დააკვირდნენ მაურისიო ისლას თამაშს. ანდონი სუბისარეტა და ალბერტ ვალენტინი ამ ახალგაზრდა მარჯვენა მცველში დანი ალვესის შემცვლელის პოტნეციალს ხედავენ, თუკი ბრაზილიელი ”ნოუ კამპის” დატოვებას გადაწყვეტს.
სკაუტები რამდენჯერმე დააკვირდნენ ჩილელის თამაშს. 23 წლის ფეხბურთელისთვის ასევე იბრძვის ”იუვენტუსი”, რომელთა ინტერესი ისეთი დიდია, რომ ზოგიერთი წყაროს მიხედვით ტურინელებმა ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. მისი სატრანსფერო ფასი კი 8 მილიონი ევრო იქნება. ამ ინფორმაციას უარყოფს თავად ფეხბურთელი.
ისლა ”უდინეზეში” 2007-08 სეზონში მოხვდა და 5 სეზონის განმავლობაში 152 მატჩში მიიღო მონაწილოება, სადაც 7 გოლის გატანა მოახერხა. სწრაფ და უნივერსალ ფეხბურთელს სანაკრებო დონეზეც აქვს გამოცდილება. მას შეუძლია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც თამაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]