სანდრომ რონალდუზე ისაუბრა

სანდრომ რონალდუზე ისაუბრა

კატალონიის "ბარსელონას" პრეზინდეტმა სანდრო როსელმა ისაუბრა მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუზე და თქვა, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მე–12 ადგილს იკავებს "ბარსელონას" 11 მოთამაშის შემდეგ.

 

"კრიშტიანუ რონალდუ სულაც არ არის მსოფლიოს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი. იგი მხოლოდ და მხოლოდ მე–12 პოზიციაზეა, რადგან პირველი 11 ყველაზე კარგი მოთამაშე "ბარსელონაში" გამოდის."

 

სანდრომ ასევე ისაუბრა "რეალის" მთვარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესახებ. მისი აზრით, რაც მან 2011 წლის ესპანეთის სუპერთასის მატჩში გააკეთა სირცხვილია და მეტი არაფერი. რაღა შეხსენება გინდათ, "განსაკუთრებულმა" "ბარსასთან" დაპირისპირებისას ტიტო ვილანოვას თვალში თითი ატაკა.

 

"მე არამც და არამც არ დავუშვებდი გუნდში ისეთი მწვრთნელის მოყვანას, რომელიც გამარჯვებისთვის ყველანაირ ხელხს მიმართავს. ასევე მაშინვე ბოდიშს მოვიხდიდი, თუ ჩემი გუნდის დამრიგებელი მოწინააღმდეგეს თვალში თითს გაუყრიდა." –დაასრულა როსელმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.