"ბარსელონას" ჰუმელსი მოუნდა
დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელმა მატს ჰუმელსმა შესაძლოა კარიერა კატალონიის "ბარსელონაში" განაგრძოს, იტყობინება ESPN. ჰუმელსმა "ბლაუგრანას" ყურადღება ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებელი გამოსვლით დაიმსახურა.
როგორც ირკვევა, "ლურჯ–ბროწეულისფერთა" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებების წარმოება გერმანიის ორგზის ჩემპიონთან მცველის თაობაზე. ჰუმელსის სატრანსფერო ფასი ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა.
რაღა შეხსენება გინდათ, ბუნდესნაკრებმა ბრწყინვალედ დაასრულა ევრო 2012–ის ჯგუფური ეტაპი–დაამარცხა რა ყველა მეტოქე, მოაგროვა 9 ქულა და სრული დამსახურებით გავიდა 1/4 ფინალში, სადაც მეტოქედ საბერძნეთი დაუხვდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]