ჰუმელსი: "წავიკითხე, რომ ორ კლუბთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე"

ჰუმელსი: "წავიკითხე, რომ ორ კლუბთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე"

დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა მატს ჰუმელსმა გავრცელებული ჭორები დააკომენტარა, რომლებიც მის "ბარსელონაში" ან "ბაიერნში" შესაძლო გადაბარგებას უკავშირდება.

"ბარსაზე" და "ბაიერნზე" ამბობთ? მე მხოლოდ ის წავიკითხე, რომ ორ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მომიწერია. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი", - განაცხადა ჰუმელსმა Sky-სთან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ცენტრალური მცველის აქტიურ ძიებაშია, "ბლაუგრანას" რიგებში გადაბარგების მთავარ კანდიდატებად კი ევროპული პრესა "პარი სენ ჟერმენის" 28 წლის ცენტრბეკს ტიაგო სილვასა და სწორედ გერმანელ 24 წლის ჰუმელსს მიიჩნევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.