ალვესი: ”ტიტომ ნაბიჯი წინ უნდა გადადგას”

ალვესი: ”ტიტომ ნაბიჯი წინ უნდა გადადგას”


დანი ალევსმა ბარზილიაში ”ESPN TV”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან პეპ გვარდიოლაზე და ტიტო ვილანოვაზე ისაუბრა.

სიმართლე არაა, რომ გვარდიოლას აღარ სურდა გამარჯვებები, თუმცა როცა სულ იმარჯვებ, მაშინ მოტივაცია მცირდება. ტიტო გვარდიოლასთან ერთად იმარჯვებდა, თუმცა ის პირველ რიგებში არ იყო. ახლა ზუსტად ის დროა, რომ ტიტომ ნაბიჯი წინ უნდა გადადგას”.

დანიმ ასევე აღნიშნა, რომ ტიტომ ”ბარსას” წარმატებებში დიდი როლი შეასრულა: ”ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ჩნდებოდა კამერების წინ დიდ როლს ასრულებდა ჩვენს ტაქტიკაში. ახლა მას ლიდერობა შეუძლია. ის დარწმუნებულია, რომ გააგრძელებს იმას, რასაც გვარდიოლა გვასწავლიდა”.

ფეხბურთელი არასდროს დაივიწყებს იმ 4 წელს, რომელიც გვარდიოლას ხელმძღვნელობით ჩაატარა, რომელსაც გენიოსად მიიჩნევს. ალვესს ასევე სურს, რომ გვარდიოლა როსედმე ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გახდეს: ”არ ვიცი, მიიღებს თუ არა ის როდესმე ასეთ წინადადებას, თუმცა ვიცი, რომ ჩვენი ნაკრები მოსწონს”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.