ბონანო: ”გვარდიოლა ”ბარსაში” დაბრუნდება”

ბონანო: ”გვარდიოლა ”ბარსაში” დაბრუნდება”


”ბარსელონას” ყოფილმა არგენტინელმა მეკარემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს ”ბარსელონაში” არსებულ ვითარებაზე. რობერტო ბონანო დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს პეპ გვარდიოლა აუცილებლად დაბრუნდება ”ბარსელონაში” და ამავდროულად გვარწმუნებს, რომ ტიტო ვილანოვა კარგად გააგრძელებს მის პროექტს.

ვფიქრობ, რომ პეპი დაბრუნდება. არ ვიცი რა როლს შეასრულებს ის კლუბში, მაგრამ შეიძლება გენერალური დირექტორი გახდეს, შეიძლება სპორტული დირექტორი ანაც პრეზიდენტი”.

რობერტო ბონანომ, რომელიც ”ბარსას” ღირსებას 2001-03 სეზონებში იცავდა დაამშივდა გულშემატკივრები გვარდიოლას წასვლის შემდეგ, რომელსაც იდეალური მწვრთნელი უწოდა.

ნათელია, რომ რთული გვარდიოლას წასვლასთან შეგუება, თუმცა დარწმუნებით უნდა ითქვას, რომ ტიტო ამ პროექტს კარგად გააგრძელებს. პეპის წასვლის შემდეგ გრძნობები დრამატულია, თუმცა მის გადაწყვეტილებას უნდა შევეგუოთ. გულშემატკივრები არ უნდა ღელავდნენ, რადგან კლუბში ძლიერი ფილოსოფიაა. პეპ გვარდიოლამ შესანიშნავი ციკლი შექმნა, მაგრამ ეს მისი დასასრულია. ყოველთვის არის დასაწყისი და დასასრული”.

რობერტო ბონანო გაკვირვებული იყო, როცა მთავარ მწვრთნელად ტიტო ვილანოვა დაინიშნა: ”მე ვფიქრობდი, რომ მთავარი მწვრთნელი და მისი დამხმარე ერთად წავიდოდნენ და მომავალში ერთად იმუშავებდნენ”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.