რამოსი: კონფლიქტები "ბარსას" და "რეალის" ფეხბურთელებს შორის დავიწყებულია"
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ კონფლიქტები მადრიდის "რეალის" და კატალონიის "ბარსელონას" მოთამაშეებს შორის წარსულში დარჩა და ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა.
"ყველა უთენხმოება "ბარსასა" და "რეალს" შორის დავიწყებულია. ყველაფერი, რაც ჩვენს შორის მოედანზე მოხდა წარსულში დარჩა. ახლა ერთი გუნდი ვართ, ერთი მიზანი გვაქვს და ერთად ვიბრძვით წარმატების მისაღწევად."
"როგორ ვართმევთ თავს მე და პიკე დაცვის ცენტრში თამაშს? ყველაფერი ბრწყინვალედაა. ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ხერარდთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩვენს შორის სრული იდილეაა, ისევე როგორც დანარჩენ 9 ფეხბურთელთან."
"რაც შეეხება ფრანგებში წარმოქმნილ კონფლიქტს შვედეთთან მატჩის შემდეგ, ვფიქრობ ასეთი რამ ყველა ოჯახში ხდება. ალბათ ეს მათ უკვე დიდი ხანია დაივიწყეს და არ მგონია ჩვენთან მატჩში ამან რამენაირი ზეგავლენა მოახდინოს "მამლებზე." –დაასრულა რამოსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]