ნეიმარი: "ყველა ტურნირის მოგებას "ბარსელონაც" კი ვერ ახერხებს"

ნეიმარი: "ყველა ტურნირის მოგებას "ბარსელონაც" კი ვერ ახერხებს"

მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ბრაზილიელი ნეიმარი, ლიბერტადორესის თასის ფინალს მიღმა დარჩენის შემდეგ, თავს იმით იმშვიდებს, რომ ყოველთვის მოგებას თვით "ბარსელონაც" კი ვერ ახერხებს.

სამხრეთ ამერიკული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ნეიმარის "სანტოსი" ასევე ბრაზილიურმა "კორინთიანსმა" დაამარცხა. 20 წლის ვარსკვლავის განცხადებით, ნახევარფინალში წაგება ტრაგედია არაა, რადგან ასეთი რამ ისეთ გუნდსაც კი დამართნია, როგორიც "ბარსელონაა".

"შესაძლოა, "კორინთიანსმა" ფინალში თამაში ჩვენზე მეტად დაიმსახურა. ყველა ტურნირის მოგება შეუძლებელია. მაგალითისთვის ავიღოთ "ბარსელონა", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდა" - აცხადებს ნეიმარი, რომელსაც ევროპელი და სამხრეთ ამერიკელი ჟურნალისტები სწორედ კატალონიურ გუნდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.