“ბარსელონა” – “ტენერიფე” გვარდიოლა მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” – “ტენერიფე” გვარდიოლა მატჩის შემდეგ

გუშინ "ბარსელონამ” მორიგი 3 ქულა მოიპოვა. კატალონიელებმა 93 ქულა დააგროვეს ლა ლიგაში, ეს კლუბის რეკორდია.  ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინ ორი მატჩი დარჩჩა "ბარსელონას” და  შესაძლოა ეს რეკორდი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. მატჩის შემდეგ გვარდიოლა გახარებული გახლდათ ამ გამარჯვებით. განკუთრებით გვარდიოლა გაახარა მოპოვებულმა 93 ქულამ წლევანდელი სეზონის ლა ლიგაში.

"მორიგი 3 ქულა მოვიპოვეთ, სულ 93 ქულა დაგვიგროვდა. შესანიშნავია, ჩვენ კლუბის რეკორდი გავაუმჯობესეთ, წინ კიდევ 2 მატჩია და ამ რეკორდის გაუმჯობესება უფრო შეგვიძლია. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი მატჩი იყო, "ტენერიფემ”: ნამდვილად ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ ისინი ნამდვილად საუკეთესოები არიან. ჩემი მწვრთნელობის პერიოდში მათ ძალიან ბევრი რამ შეძლეს, მეტის მოთხოვნა არც კი შეიძლება. წლევანდელი სეზონი ჩვენთვის ძალზე მიშვნელოვანია, ეს სეზონი ისტორიაში შევა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ერთგულ გულშემატკივარს. ისინი 57 ათასნი იყვნენ და მძიმე პირობების და მიუხედავად მაინც მთელი მატჩის განმავლობაში გვიჭირდნენ მხარს. ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ამ მატჩში გამარჯვების მისაღწევად”. დასასრულს გვარდიოლამ გვერდი ვერ აუარა "მალიორკა” – "რეალის” დაპირისპირებას. "ნამდვილად დაძაბული და საინტერესო მატჩი იქნება. ამ მატჩის შედეგი ჩვენ დიდად არ გვაღელვებს, რადგანაც ჩვენ ჩვენი ამოცანა გვაქვს და ჩვენი ამოცანა დარჩენილ ორ მატჩში გამარჯვებაა”.


წყარო: marca.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.