ფაბრეგასი: ”პორტუგალიის ნაკრები ”რეალს” მაგონებს”

ფაბრეგასი: ”პორტუგალიის ნაკრები ”რეალს” მაგონებს”


ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალის წინ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ეს დაპირისპირება მას ”რეალისა” და ”ბარსელონას” შეხვედრას ახსენებს.

პორტუგალიის ნაკრებს ერთ-ერთ უძლიერესი გუნდი ჰყავს ტურნირზე. ისინი ძალიან კარგად იცავენ თავს და სახიფათოდ აკეთებენ კონტრშეტევებს. მათი თამაში მე ”რეალს” მაგონებს. ამ მატჩის შედარება შეიძლება ”რეალისა” და ”ბარსელონას” დაპირისპირებაზე, თუკი გუნდების სტილებზე ვითამაშებთ. ახლა ნაკრებებში სხვადასხვა კლუბების ფეხბურთელები არიან შეკრებილები, ამიტომაც ეს იგივე დაპირისპირება არაა” - განაცხადა სესკ ფაბრეგასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.