ალექს გარსია კლუბში ბრუნდება
ტიტო ვილანოვა აგრძელებს საკუთარი სამწვრთნელო შტაბის ჩამოყალიბებას. ერთ-ერთი ბოლო ახალწვეული კლუბში ალექს გარსიაა, რომელიც ადრე მუშაობდა კლუბის სტრუქტურაში. ზუსტად ის გახდება კლუბის ერთ-ერთი სკაუტი, რომელიც იმუშავებს დომენიკო ტორენტოსთან და კარლეს პლანჩარტთან ერთად. ამგვარად ალექს გარსია დაიკავებს ხორდი როურას ადგილს, რომელიც ცოტა ხნის წინ ტიტო ვილანოვას თანაშემწე გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის 31 იანვრამდე ალექს გარსია თბილისის ”დინამოში” მუშაობდა. მანამდე ის წარმატებით მუშაობდა ”ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდებში. მისი საუკეთესო მიღწევები 2005/06 და 2008/09 სეზონებში ”ხუვენილ ა”-ს ჩემპიონობაა. 2008/09 სეზონში ჩემპიონატთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
სამწვრთნელო მუშაობა ალექს გარსიამ 2002/03 სეზონში დაიწყო და ის ზუსტად იმ ცნობილ, 1987 წლის თაობას ზრდიდა, როგორებიც ხერარდ პიკე, სესკ ფაბრეგასი და ლეო მესი არიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]