ტურნირის საუკეთესო მოთამაშე - ანდრეს ინიესტა!
ანდრეს ინიესტა გახდა ფილანური შეხვედრის გმირი. ისევე როგორც 2008 წელს, ესპანელი ნახევარმცველი გახლდათ მთავარი შემოქმედი "ფურია როხას" წარმატებისა. მას "კარლსბერგისგან" გადაეცა ჯილდო - "ჰენრი დელაუნის" თასი.
ესპანელთა მეექვსე ნომერი მართლაც შეუდარებელი იყო კიევის "ოლიმპოიურ სტადიონზე". სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი პირველი გოლში, სადაც "დაღეჭილი" პასი მისცა ფაბრეგასს, ამ უკანასკნელმა კი ბურთი საჯარიმოში ჩააგდო და ადრესატმაც(დ.სილვა) არ დააყოვნა. ინიესტა, ჩვეულებისამებრ, ძალიან მშვიდი იყო გამარჯვების შემდეგ: "დღეს გუნდმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ყოველი ფეხბურთელი თავის საუკეთესო ფორმაში იყო და ყველანი აღფრთოვანებულნი ვართ. სწორედ ესაა სასიცოცხლო. ბურთს ძალიან სწრაფად ვათამაშებდით და აგრესიულად ვაკონტროლებდით მატჩის მიმდინარეობას. პირველ ნახევარში ორი გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი იტალია 10 კაცით დარჩა მოედანზე, რამაც გაგვიადვილა მისიის შესრულება".
"ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრის გამოთქმისა, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ იმაზე საუბარს, რომ "ფურია როხას" მიერ ნაჩვენები ფეხბურთი ვინმესას სჯობს. აქვე აღვნიშნავ, რომ დიდებული მატჩი ჩავატარეთ და საკუთარ სტილს არ ვუღალატეთ. ეს ყველაფერი უნიკალური, მაგიურია. ისეთი რამ შევძელით, რისი გამეორებაც ძალიან რთულია".
შეგახსენებთ, რომ სწორედ ანდრეს ინიესტა იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც 2012 წლის მუნდიალზე გადამწვეტი ბურთი გაუტანა ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს. ამით ანდრესმა "ფურია როხას" არსებობის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოუპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე. აქვე გეტყვით, რომ ინიესტას მთავარი საქმე არა გოლის გატანა, არამედ სხვათათვის ხელსაყრელი მომენტის შექმნაა, თუმცა სწორედ ამიტომაა იგი უნიკალური, რომ ყველაფერს ერთად ახერხებს: "ახლა ყველაფერისგან აღფრთოვანებული ვარ. არ მჭირდება გოლების გატანა, ეს არ არის ჩემი საქმე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეაგდებს ბურთს, მთავარი გამარჯვებაა".
მას შემდეგ, რაც დავორ სუკერმა და კრისტიან კარემბეუმ ანდრესს კუთვნილი ჯილდო გადასცეს, განაცხადეს: "ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ისტორიაში. მისი ყოველი პასი ძალიან სახიფათოა და რაც მთავარია, თამაშობს ძალიან პატარა სივრცეში და მისი თითოეული შეხება ბურთთან წარმატებით სრულდება". ინიესტა ძალიან ბედნიერი იყო: "ძალიან კარგია, რომ ეს ჯილდო მივიღე, მაგრამ მთავარი - კიდევ ერთხელ ჩემპიონობაა. ყველაფერს გავიღებ მოედანზე მანამ, სანამ ხალხს ჩემი თამაშის ხილვა სიამოვნებს. ეს დიდებულია".
"ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. რომ არა ეს სპორტი, არ ვიცი როგორ ვიარსებებდი. მისით სიამოვნებას ვიღებ ძალიან პატარა ასაკიდან. ჯერ კიდევ ვერ წარმომიდგენია, რომ ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ. ეს რაღაც მაგიურია, განსაკუთრებული და უნდა დავტკბეთ ამ მომენტით".
ესპანეთის ზედიზედ მესამე გრანდიოზულმა გმარჯვებამ ინიესტა ბრწყინვალე განწყობაზე დააყენა: "ყოველთვის ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, ყოველთვის ვიბრძოდით ისტორიის შესაცვლელად. გუნდი, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ჩამოვაყალიბეთ, უნიკალურია. აქამდე იმის გაკეთება, რაც "ფურია როხამ" შეძლო, შეუძლებელი იყო. ჩვენ ორმაგად ბედნიერები ვართ".
"ყველასათვის ტკბილ მოგონებად დარჩება ამ ტურნირის მოგება. ძალიან კარგი მოგონებები გვაკავშირებდა ავსტრიასთან და ახლა უკვე უკრაინა-პოლონეთთან. ეს ბრწყინვალე ერაა ესპანურ ფეხბურთში და ჩვენც ამაყები ვართ. ფეხბურთელებმა და ფანებმა სიამოვნება უნდა მიიღონ".








P.S. არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო ამ ფეხბურთელისადმი. იგი მართლაც უნიკალური, უელეგანტურესი და უგენიალურესი მოთამაშეა. წარმატებას ვუსურვებ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფეხბურთში. უდიდესია მისი წვლილი კლუბისა და ნაკრების წარმატებაში. საქართველოს ნაკრებს კი ვუსურვებ, რომ გამოჩნდეს მოთამაშე, მსგავსი ინიესტასი, რომელიც ნაკრებისთვის ყველაფერს გააკეთებს !!!
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]