ინიესტა: '' რთული იქნება იმავეს განმეორება, თუმცა ჩვენ ვეცდებით!''
გუშინ ანდრეს ინიესტა იმყოფებოდა ''UNESCO-valldigna''-ს დაჯილდოვების ცერემონიალზე, სადაც მან შეაჯამა გასული წელი, რომელშიც მოიპოვა ესპანური და ევროპული ტიტულები ''ბარსელონასთან'' ერთად და მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთის ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში.
2010 წლის 11 ივლისს ანდრეს ინიესტამ, მუნდიალის ფინალში, გადამწყვეტი გოლი გაიტანა ჰოლანდიელთა კარში. ამის შემდეგ მთელი მსოფლიო საუბრობდა მის შესანიშნავ ჟესტზე (მაისურზე გარდაცვლილი მეგობრის, დანი ხარკის სახელი ეწერა, სწორედ მას მიუძღვნა გატანილი გოლი). მან ასე გულწრფელად გამოხატა საკუთარი გრძნობები და სწორედ ეს დაეხმარა გამხდარიყო გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ამიტომ მას გადაეცა ჯილდო, რომელსაც ''იუნესკო'' აწესებს სპორტსმენთათვის.
ინიესტა 2011-2012 წლის სეზონისთვის მზადებას 18 ივლისიდან დაიწყებს. მანამდე კი დიდი სიამოვნებით იხსენებს განვლილ სეზონს: ''ეს შესანიშნავი წელი იყო, ლამაზი და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ უამრავი ტიტული. რთული იქნება იგვეს განმეორება მომავალ წელს, თუმცა ჩვენ აუცილებლად ვცდით. უფრო მეტიც,გასულ წელს მე მოვიგე საუკეთესო ტიტული - მე პატარა გოგონას მამა გავხდი''.
ანდრესმა კომენტარი გააკეთა სანდრო როსელის სიტყვებზეც: '' ყველას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ინტერესები - ჩვენს პრეზიდენტს მხოლოდ საუკეთესო უნდა ჩვენთვის, კლუბისთვის და ხალხისთვის. ის ითხოვს პატივისცემას, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ''.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]