”ბარსელონა” კეიტას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

”ბარსელონა” კეიტას ახალ კონტრაქტს სთავაზობს


სეიდუ კეიტას სატრანსფერო საგა ძალიან გაიწელა და როგორც ჩანს ”ბარსელონამ” ფეხბურთელის დამშვიდება გადაწყვიტა, რომელსაც ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

კატალონიურ გუნდში ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის შემდეგ კეიტამ სამუშაო ადგილის შეცვლა გადაწყვიტა. 32 წლის მალელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ჩინური ”დალიან აირბინი” და მახაჭკალის ”ანჟი” იჩენდნენ. თუმცა ყველაზე რეალური კეიტასთვის მაინც ”ბარსელონაში” დარჩენაა.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე შესთავაზეს კეიტას ხელშეკრულების გაგრძელება. კეიტას ამჟამინდელი კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2014 წლამდე აკავშირებს, ახალი ხელშეკრულებით კი ის კატალონიაში 2015 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.