კეიტას წასვლა არ სურს

კეიტას წასვლა არ სურს

კატალონიის "ბარსელონას" მალელი ნახევარმცველის, სეიდუ კეიტას მიმართ, მადრიდის "ატლეტიკო" იჩენს ინტერესს. თავად ფეხბურთელს კიდევ 1 წლით აკავშირებს კონტრაქტი "ბარსელონასთან" და სულაც არ ფიქრობს წასვლას. იგი აპირებს გაემგზავროს სამშობლოში და დაისვენოს თავის ოჯახთან ერთად, სადაც მისი ბებიაც ცხოვრობს, რომელიც მალე 100 წლის გახდება.

 

მალელმა ნახევარმცველმა წინა სეზონი კარგად ჩაატარა, ამიტომ მის მიმართ ინტერესი გამოიჩინა ისეთმა კლუბმა, როგორიც "ბაიერნია", თუმცა სეიდუ კეიტამ უარით გაისტუმრა "რეკორდმაისტერთა" მესვეურები. ამის მიუხედავად, კეიტამ შესანიშნავად იცოდა ის ფაქტი, რომ მომდევნო წელს ხშირად ვერ გამოჩნდებოდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მაინც "ბარსაში" დარჩენა ამჯობინა.

 

სეიდუ კეიტა ბედნიერია კატალონიაში და მზად არის კიდევ დაეხმაროს გუნდს ტიტულების მოგებაში. მან გვარდიოლას ხანაში არაერთი ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ხშირად ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, მალელმა მაინც ძალიან დიდი დრო გაატარა მოედანზე. ინიესტასთან და დანი ალვესთან ერთად მას ყველაზე დიდი ხანი აქვს გატარებული მინდორზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.