რისკები და მოლოდინი
ტიტო ვილანოვამ 14 ტიტული მოიპოვა, მაგრამ არცერთი მთავარი მწვრთნელის როლში. ფაქტია, "ბარსელონა" ახლოსაა წარუმატებლობასთან ვიდრე გამარჯვებასთან.
ასეთი ეპოქის შემდეგ რაიმეს მოფიქრება რთულია. საქმე ტიტოში არაა, მარცხთა შანსები სხვა მწვრთნელის დანიშვნის შემდეგაც იგივე იქნებოდა. გვარდიოლასგან განსხვავებით, ტიტო კარგი ფეხბურთელი არ ყოფილა. არ უსწავლია დიდი მწვრთნელებისგან, შეეხედა ფეხბურთისთვის თავისი თვალით, გადაეღო რამე სხვისგან ან მოეფიქრებინა საკუთარი. ჩემი აზრით საქმე გვაქვს გვარდიოლას კარგ მეგობართან და ასისტენტთან. ფაქტია, რომ მთავარი მწვრთნელი განსხვავდება მისი ასისტენტის გამოცდილებასთან. ორი თავი შეიძლება იყოს ეფექტური გუნდისთვის და არა ინდივიდისთვის.
წარუმატებლობის შემთხვევაში ტიტოს გვარდიოლას სახელს არაერთხელ შეახსენებენ. არც ისე ტყუილად ეჭვი ეპარებათ ტიტოში. ის დუბლებშიც კი მწვრთელის ასისტენტი იყო. "ბარსელონას" გაწვრთნის სპეციალისტი, რომელიც არცერთელ არ ყოფილა ბოსი. და არაა საჭირო გახსენება იმისა, რომ მან ლიონელ მესი აღზარდა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ საქმე უკვე დიდ თამაშებზე მიდგა.
"ბარსელონას" ახალი იდეები სჭირდება, ვილანოვა კი არ ჰგავს სპეციალისტს, რომელიც მასწავლებეს სჯობნის. ლოგიკურად ვიმსჯელოთ, რომ ჰქონოდა ტიტოს იდეა, "ბარსელონა" გავიდოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მაგრამ ვილანოვა იმდენად ჭკვიანია, რომ კარგი გეგმები თავისთვის შემოინახა?
მტერი ძალიან ძლიერია. ტიტომ უნდა იმუშაოს ისე კარგად, როგორც ამას მაურინიო აკეთებს. რაც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ის გვარდიოლას არ უნდა შევადაროთ, ყველა მაინც იმავეს გააკეთებს. იმისათვის, რომ გუნდმა მოიპოვოს წარმატება, ვილანოვამ საფეხბურთო სამყაროში თავისი სიტყვა უნდა თქვას. "ბარსელონაში" შესანიშნავი მწვრთნელებმაც თარჯიმნობიდან დაიწყეს, გახსოვთ? ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ "ბარსასთვის" აუცილებელია შედეგი, როგორც ეს ესპანეთმა გააკეთა უკანასკნელ ტურნირზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]