კეიტა: ''მე მინდოდა ''ბარსაში'' დარჩენა მაგრამ ოცნებები ყოველთვის არ სრულდება''
''ბარსას'' ყოფილი ნახევარმცველი და ახლა უკვე "Dalian Aerbin-ს'' ფეხბურთელი, სეიდუ კეიტა ინტერვიუში აცხადებს, რომ ''ბარსაში'' თამაში მისთვის დიდი პატივი იყო'' იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ გუნდმა ყველაფერი გააკეთა კეიტას შესანარჩუნებლად, მაგრამ ბოლოს მან მაინც გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
''დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მოვიქეცი. ჩვენ ველაპარაკეთ გუნდის ხელმძღვანელებს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. მე მინდოდა ''ბარაში'' ბოლომდე დავრჩენილიყავი და კარიერაც აქ დამესრულებინა, მაგრამ ოცნებები ყოვეელთვის არ სრულდება. ''ბარსაში'' თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო'' - დაამთავრა სეიდუ კეიტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]