ტიტო ცენტრალურ მცველს ეძებს

ტიტო ცენტრალურ მცველს ეძებს

''ბარსას'' მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ახალი სეზონის დასაწყებად ჯერ მზადა არაა. იუწყება ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდმა ''ვალენსიადან'' ხორდი ალბა შეიძინა. ბევრის აზრით, გუნდს ცენტრალური მცველი ესაჭიროება. ამ აზრზეა ტიტო ვილანოვაც. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ერიკ აბიდალი ისევ ტრავმირებულია. ფრანგ მცველის ამბავი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება. გუნდი კი ფიქრობს ცენტრალური მცველის შეძენაზე. 

ტიტო ვილანოვას გუნდში სჭირდება გამოცდილი და მაღალი კლასის ცენტრალური მცველი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.