ბარტრა: ”შესაძლოა, კლუბს ახალი ცენტრალური მცველი არც ჭირდება”
”ბარსელონას” მცველი, მარკ ბარტრა არ გამორიცხავს იმას, რომ კატალონიურ გრანდს ახალი ცენტრალური მცველი არ სჭირდება, იტყობინება ესპანური პრესა. ფეხბურთელის აზრით, მას თავისუფლად შეუძლია ამ როლის შესრულება.
”ვცდილობ არ მივაქციო იმას ყურადღება, თუ რა იწერება გაზეთებსა და ინტერნეტში. შემოვიფარგლები იმით, რომ ჩემ საქმეს ვაკეთებ. მინდა, რომ ჩემივე თამაშით დავამტკიცო თუ რისი გაკეთება შემიძლია. შესაძლოა, კლუბს ახალი ცენტრალური მცველი არც ჭირდება. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ”ბარსელონაში” ვთამაშობ და აქ კონკურენცია ყოველთვის მაღალია.” - განაცხადა ბარტრამ.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის მწვრთნელი ტიტო ვილანოვა განაგრძობს ცენტრალური მცველის ძებნას და მისთვის ყველაზე პრიორიტეტული ვარიანტი ტიაგო სილვაა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]