მესი წლის საუკეთესო სპორტსმენია
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი ESPY-ს ჯილდოს მფლობელი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი წლის საუკეთესო სპორტსმენია.
კომპანია ESPN წლის საუკეთესო სპორტსმენს 1993 წლიდან ავლენს. დაჯილდოების რიგით მე-20 ცერემონიალზე, 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლიონელ მესი დასახელდა. არგენტინელმა შემტევმა ისეთ სპორტსმენებს აჯობა, როგორებიც ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი და გოლფის მოთამაშე იანი ცენგი არიან.
2011-12 წლების სეზონში, "ბარსელონას" მაისურით, მესიმ 73 გოლი გაიტანა. იგი გუნდს ესპანეთის თასის, ქვეყნისა და ევროპის სუპერთასების, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]