”ბარსელონამ” აფელაი ტრანსფერზე დააყენა
”ბარსელონას” ჰოლანდიელი ნახევარმცველი, იბრაჰიმ აფელაი დიდი ალბათობით დატოვებს კატალონიურ კლუბს.
”ბარსელონას” ხელმძღვანელობა ცდილობს ხავი მარტინესის შესაძენად თანხის გამომუშავებას. მსხვერპლის სახით კლუბმა იბრაჰიმ აფელაი აირჩია, რომელიც ტრანსფერზე დააყენეს. მას შემდეგ, რაც 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ”ლილში” ჩაიშალა კლუბმა აფელაის შეძენა ლონდონის ”არსენალს” და მილანის ”ინტერს” შესთავაზა.
კლუბი ფეხბურთელის გაყიდვით 6 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს. თავად აფელაი ბარსელონაში ორშაბათს ჩავა, სადაც ტიტო ვილანოვასთან ექნება საუბარი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]