მარტინესი: ”საკუთარ თავს ”ბარსელონაში” ვერ ვხედავ”

მარტინესი: ”საკუთარ თავს ”ბარსელონაში” ვერ ვხედავ”


ბილბაოს ”ატლეტიკის” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება უახლოეს მომავალში ”ბარსელონაში” აღმოჩნდეს.

საკუთარ თავს ”ბარსელონაში” ვერ ვხედავ. ”ატლეტიკში” ყველაფერი მაწყობს და ძალიან ბედნიერი ვარ ამ კლუბში თამაშით. ჩემი კონტრაქტი 2016 წლამდეა გათვალისწინებული და მის ამოწურვამდე აქ ვხედავ ჩემს თავს”.

ვხედავდი, რომ პრესაში ”ბარსელონას” ჩემდამი ინტერესზე წერდნენ. მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. თუ ყველა საუბარს დაუჯერებ, მაშინ ერთდროულად 7 გუნდში ვითამაშებ” - ხავი მარტინესის სიტყვებს ”Marca” ციტირებს.

შეგახსნებთ, რომ მარტინესის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს. ტიტო ვილანოვას მოთხოვნით კლუბი ზაფხულში ცენტრალური მცველის შეძენას შეეცდება, ამიტომაც თანხის შესაგროვებლად ”ბარსა” მზადაა იბრაჰიმ აფელაის გასაყიდად.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.