"ბარსელონას" მეტოქეები - "ჰამბურგი"

"ბარსელონას" მეტოქეები - "ჰამბურგი"

24 ივლისს, "ბარსელონა" წინასასეზონო ამხანაგური მატჩების გამართვას დაიწყებს. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იწყებს "ბლაუგრანას" მეტოქეების წარდგენას. პირველი მათგანია "ჰამბურგი", რომელიც ისტორიულად საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ამჟამად, გერმანელებს რთული დროება უდგათ.

"ჰამბურგის" მიღწევების ჩამოთვლის დროს, უპირველესად, ყურადღებას იპყრობს 1982-83 წლების სეზონი, როდესაც გერმანულმა კლუბმა უეფას ჩემპიონთა თასი მოიგო და ევროპის საუკეთეო კლუბის წოდებაც მოიპოვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "ჰამბურგი" ერთადერთი გუნდია, რომელიც გერმანიის პირველი ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა. ამჟამად, "ჰამბურგს" რთული პერიოდი უდგას - ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში, გუნდმა მე-15 ადგილი დაიკავა, რაც 125-წლიან ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

 

ბრწყინვალების 70-იანი და 80-იანი წლები

გერმანიის მასშტაბით, "ჰამბურგი" მე-3 ყველაზე წარმატებული გუნდია. "დინოზავრებს" გერმანიის ჩემპიონატი 6-ჯერ, ქვეყნის თასი 3-ჯერ, ლიგის თასი 2-ჯერ, ასევე ჩემპიონთა თასი და თასების მფლობელთა თასი თითოჯერ აქვთ მოგებული. ამ ტიტულების უმრავლესობას, "ჰამბურგმა" თავი მე-20 საუკინის 70-იან და 80-იან წლებში მოუყარა, როდესაც გერმანული გუნდის რიგებში კალტცი, მაგათი და ჰრუბეში ბრწყინავდნენ.

 

დაღმასვლა

80-იანი წლებიდან მოყოლებული, "ჰამბურგი" ვერაფრით ახერხებს ძველი დიდების დაბრუნებას. გერმანიის ჩემპიონატი გუნდმა უკანასკნელად 1983 წელს მოიგო. ბოლო დროს, "ჰამბურგი" უფრო ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, ვიდრე ტიტულისთვის. 2008-09 წლების სეზონის შემდეგ, "დინოზავრები" გერმანიის ხუთ საუკეთესო გუნდში მოხვედრას ვერ ახერხებს.

 

ფინკი გუნდის სათავეში

"ჰამბურგისთვის" განსაკუთრებით მძიმე გასული სეზონი გამოდგა. მძიმე სტარტის შემდეგ, მიხაელ ოენინგს მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს და მის ნაცვლად მანამდე "ბაზელში" მომუშავე ტორსტენ ფინკი დანიშნეს. ფინკის გუნდმა მოახერხა და ბუნდესლიგაში დასარჩენ ფლეი ოფს თავი აარიდა, მაგრამ მე-15 ადგილს ვერ ასცდა.

 

წარუმატებელი სეზონის შემდეგ, "ჰამბურგში" 3 ახალი სახე გამოჩნდა. ესენი არან არტემ რუდნევსი, მაქსიმილიან ბაიშტერი და რენე ადლერი. სამაგიეროდ გუნდი რომეო კასტელენმა, მლადენ პეტრიჩმა, დავიდ იაროლიმმა, მიკაელ ტავარესმა, სორენ ბერტრამმა და პაოლო გერერომ დატოვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.