ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს
დღეს, 16 ივლისს, "ბარსელონას" პირველმა გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. პირველ დღეს, ბაზაზე 14 ფეხბურთელი გამოცხადდა, რომლებმაც სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს.
"ბარსელონას" სამედიცინო ცენტრს დღეს დანი ალვესი, დავიდ ვილია, ალექსის სანჩესი, ლიონელ მესი, ტიაგო ალკანტარა, ხოსე მანუელ პინტო, ხავიერ მასკერანო, იბრაჰიმ აფელაი, ადრიანო კორეია, ისააკ კუენკა, ანდრეუ ფონტასი, მარკ ბარტრა, ჯონათან დოს სანტოსი და მარკ მუნიესა ეწვივნენ. ერთობლივი საუზმის შემდეგ, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება სამ ჯგუფად გაიარეს.
ადგილობრივი დროით 9 საათსა და 30 წუთზე, ექიმებმა მესის, მასკერანოს, ვილიასა და პინტოს მდომარეობა შეამოწმეს. ნახევარ საათში, ალვესის, ადრიანოს, სანჩესისა და ფონტასის ჯერი დადგა. 10 საათსა და 30 წუთზე, სამეიდინო შემოწმება აფელაიმ, დოს სანტოსმა, მუნიესამ, ბარტრამ, ტიაგომ და კუენკამ გაიარეს.
ფეხბურთელებს ჩაუტარდათ კარდიოგრაფია, წონის, კუნთებისა და ძვლების შემოწმება.
"ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა პირველ ვარჯიშს ხვალ, 17 ივლისს, ადგილობრივი დოით 9 საათზე ჩაატარებს. 12 საათზე, ვილანოვა და ანდონი სუბისარეტა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, ხოლო 19 საათზე, გუნდი კიდევ ერთხელ ივარჯიშებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=utdnDcbOajI]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]