აბიდალმა თანაგუნდელები მოინახულა
"ბარსელონას" ფრანგმა მარცხენა მცველმა, ერიკ აბიდალმა, სანამ ფიზმომზადების დარბაზში აღდგენით პროცესს განაგრძობდა, თანაკლუბელები მოინახულა.
როგორც იცით, დღეს, "ბარსელონამ" პირველი ვარჯიში ჩაატარა. სიუტატ ესპორტივას ფიზმომზადების დარბაზში მისვლამდე და აღდგენითი პროცესის გაგრძელებამდე, ერიკ აბიდალი სენტ ჟოან დესპის სავარჯიშო მოედანთან შეჩერდა და თანაგუნდელებს მიესალმა. პირველი ვარჯიშის შემდეგ, ფრანგი მცველი თანაგუნდელებსა და მეგობრებს გაესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილს, აბიდალს ღვიძლი გადაუნერგეს, ხოლო 21 მაისს, იგი საავადმყოფოდან გამოწერეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]