გუშინდელი დღის მეორე ვარჯიში ძლიერი სიცხის თანხლებით
”ბარსელონამ” გუშინ, 19 საათზე დღის მეორე ვარჯიში გამართა, რომელშიც მონაწილეობა იმ 20-მა ფეხბურთელმა მიიღო, რომლებიც პირველ სესიას დაესწრნენ.
19 საათზე ტიტო ვილანოვას გუნდმა დღის მეორე ვარჯიში გამართა ”სიუტატ ესპორტივას” მეორე სავარჯიშო მოედანზე. სესიაზე პირველი გუნდის 12 და ”ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი იმყოფებოდა.
ტიაგო და კუენკა, რომლებიც ჯერ-ჯერობით გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობენ კვლავ დარბაზში იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ აღდგენით ვარჯიშებს. ვილია, ფონტასი და ალვესი გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ, თუმცა სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ერთ-ერთი გამოსარჩევი ფაქტი ამ სესიაზე ძლიერი სიცხე იყო.
ხუთშაბათს ერთი სავარჯიშო სესია
დღეს მას შემდეგ პირველად, რაც გუნდმა 2012/13 სეზონი დაიწყო მხოლოდ ერთი სავარჯიშო სესია გაიმართება. ხავიერ მასკერანო სესიის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენციას გამართავს. პარასკევს გუნდი ჩვეულებრივ გრაფიკს დაუბრუნდება და სავარჯიშო სესიები 9 და 19 საათზე გაიმართება.











ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]