"ბარსელონას" ფეხბურთელები შავი სამკლავურებით ითამაშებენ
წინასასეზონო მზადების პირველ მატჩში, რომელშიც "ბარსელონას" "ჰამბურგს" დაუპირისპირდება, კატალონიელები შავი სამკლავურებით ითამაშებენ. ამის მიზეზი ქალაქ ჟირონასთან მომხდარი ტრაგედიაა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გუშინ, ემპორდას რეგიონში, ქალაქ ჟირონასთან ახლოს, მეხანძრეები ორ ხანძარს ებრძოდნენ. სულ, განადგურდა 13 ათასი ჰექტარის ტყე, ხოლო სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დაღუპულების პატივსაცემად, 24 ივლისს, ჰამბურგში, "ბარსელონას" ფეხბურთელები შავი სამკლავურებით ითამაშებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]