მესი: ”ალექსისი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება”
პრე-სეზონის მეორე შეხვედრის კარგად ჩატარების შემდეგ ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს. პირველი ლეო მესი იყო, რომელმაც მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
თავდამსხმელმა ისაუბრა ალექსის სანჩესთან კავშირზე და ჩილელს პროგრესირება უწინასწარმეტყველა. ”ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ. გასულ სეზონში ის ტრავმებმა დატანჯეს, მაგრამ ალექსისი ”ბარსასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება”.
დაღლილობა
ლეო მესიმ აღიარა, რომ მატჩის მსვლელობისას ძალიან დაიღალა. ”ჩვენ დაღლილობას ვგრძნობდით. ცოტათი გაგგვიჭირდა, მაგრამ ამ პერიოდისთვის ეს ნორმალურია. ჩვენ კარგად ვარჯიშობთ და თავს კარგად ვგრძნობთ. ვიმედოვნებთ, რომ სეზონს რაც შეიძლება კარგად მომზადებულები შევხვდებით”.
ასევე არგენტინელი მოხარულია, რომ მთელ პრე-სეზონს ის ტიტო ვილანოვას ხელმძრვანელობით ჩაატარებს: ”არასდროს მქონია ასეთი გრძელვადიანი შვებულება. ყოველთვის ვაგვიანებდი პრე-სეზონზე და უბრალოდ შესანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მას სრულად დავესწრები. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის”.
მარკ ბარტრა: ”ჩვენ კარგი განწყობით მივემგზავრებით. თამაში ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ”რაჯა ატლეტიკს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. მათი მონაწილეობით მატჩს ვუყურეთ და დავრწმუნდით მათ მაღალ დონეში, მაგრამ დღეს მათ შანსი არ ჰქონდათ. კარგი თამაში გამოვიდა. ყოველ დღე უფრო მეტ თავდაჯერებას ვიღებ. ის, რომ სათამაშო დროს ვიღებ ბევრს ნიშნავს. ასევე ძალიან სასიამოვნოა მასკერანოსთან და ალვესთან თამაში, დანისგან ბევრს ვსწავლობ. ლეო მესისთან თამაში კი ყველა კანტერანოს ოცნებაა. მასთან ერთად ყველაფერი ადვილია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. სიტყვები არ მყოფნის მის აღსაწერად. გასახდელში არასდროს შეხვედრივარ მოთამაშეს, რომელსაც ასე სურს თამაში”.
სერხი გომესი: ”ტიტო გვცინობს. ჩვენ კი ვიცით, რომ ყოველი წუთი იმის შანსია, რომ პირველ გუნდში ადგილი დავიმკვიდროთ. მოედანზე ძალიან კომფორტულად ვიყავი. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობთ. ტიტომ ჩვენთან მეტოქეზე ისაუბრა და გვითხრა, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა. როცა ბურთს იბრუნებდნენ, მაშინ კარგად აკონტროლებდნენ თამაშს. ისინი დავციდან თამაშობდნენ. ზოგიერთ მონაკვეთებში მათ დომინირება გამოსდიოდათ”.
ხავიერ მასკერანო: ”ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ახლა სასტუმროში დაბრუნების და დასვენების დრო მოვიდა, რათა კვირას ბარსელონაში დავბრუნდეთ”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]