”ხეტაფე” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
დავიდ ვილია: ”ყოველ დღე თავს უკეთ ვგრძნობ. მე მომთმენი უნდა ვიყო და გავაგრძელო მუშაობა. თებერვალში შვილს ველოდები, ამიტომაც გოლი მას მივუძღვენი. ყველა ფეხბურთელი ცდილობს, რომ მოედანზე თავი კარგად იგრძნოს. მოხარული ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ამ სტადიონზე თამაში და მოგება ყოველთვის რთულია. ამ შეხვედრას კალენდარზე ყოველთვის რთულად ავღნიშნავთ, გასულ წელს აქ დავმარცხდით. ამჟამად ორმაგად ბედნიერები ვართ. მე ოპტიმალურ ფორმაში ვარ. 8 თვიანი ტრავმის გამო ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს პოზიციაზე ასპარეზობენ უკეთესს ტონუსში არიან, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ, მე მონდომებული და ძლიერი ვარ”.
ხერარდ პიკე: ”ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ. კარგ ფორმაში არ ვიყავით, რადგან სანაკრებო მატჩების შემდეგ დავბრუნდით და რამდენიმრე ფეხბურთელი გვაკლდა. მოედნის საფარი კარგ ფორმაში იყო, საფარი შესანიშნავი იყო. ჩვენ ვდომინირებდით. წლის ბოლოს, სიცივეში აქ თამაში ძალიან რთულია. ჩვენ მხოლოდ 4 შეხვედრა ჩავატარეთ, მნიშვნელოვანი არ არის 2 გუნდს შორის სხვაობა (”რეალთან”). მთავარია, რომ თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ 4 მატჩიდან 4 მოვიგეთ, ასე უნდა გავაგრძელოთ”.
ჩავი: ”ჩვენ კარგად ვითამაშეთ, თავიდანვე ვდომინირებდით. ისინი თავიდანვე ჩაიკეტნენ, თუმცა ჩვენ მაღალ დონეზე ვითამაშეთ და დავიმსახურეთ გამარჯვება. თავად მე თავს კარგად ვგრძნობ. ტიაგომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, როგორც სესკმა. ბუსკეტსი როგორც ყოველთვის უკნიდან გვამარაგებდა. ყველამ კარგად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ გამარჯვება. აქ თამაში რთულია, ამიტომაც გამარჯვება სასიხარულოა. ჩვენ ვნახავთ როგორ ითამაშებენ ისინი (”რეალი”), ძალიან კარგი იქნება თუ ვერ გაიმარჯვებენ, ეს მნიშვნელოვან სხვაობას მოგვცემს. ისინი მალე ”ნოუ კამპს” ეწვევიან, ვნახოთ როგორ ითამაშებენ. ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი შინ გვაქვს. ჩვენ ძალიან მოტივერებულები ვართ. ავიღეთ პრიმერაში 12 ქულა და შევეცდებით ლიგის გამარჯვებით დაწყებას”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]