ევროპის ჩემპიონებმა და პუიოლმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს

ევროპის ჩემპიონებმა და პუიოლმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს


ევრო 2012-ის ჩემპიონებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. ”სიუტატ ეორტივაზე” ასევე კვლევა ჩაუტარდა კარლეს პუიოლს. ჟორდი ალბა და მარტინ მონტოია ოლიმპიადაზე ასპარეზობენ.

ზაფხულის არდადეგები დასრულდა ვალდესისთვის, პიკესთვის, სესკისთვის, ჩავისთვის, ინიესტასთვის, ბუსკეტსისთვის და პედროსთვის. ევრო 2012-ის ჩემპიონებმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება გაიარეს. კარლეს პუიოლი, რომელიც წინა კვირის შემდეგ ვარჯიშობს ასევე შეამოწმეს ექიმებმა.

პირველი ვარჯიში ღამით

პუიოლი და არდადეგებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები გუნდთან ერთად დღეს ივარჯიშებენ. ფეხბურთელებს მაროკოში გამარჯვების შემდეგ კვირა დღეს დასვენების საშუალება მიეცათ.

პირველი გუნდის მხოლოდ ორი ფეხბურთელი, ჟორდი ალბა და მარტინ მონტოია კვლავაც ვერ უერთდებიან გუნდს. ისინი ოლიმპიადაზე ასპარეზობენ, სადაც ასევე გამოდის კრისტიან ტელიო.

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=R50xsE1fxzs]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.