ცნობილია პრიმერას პირველი 3 ტურის ჩატარების თარიღები

ცნობილია პრიმერას პირველი 3 ტურის ჩატარების თარიღები


გუშინ ცნობილი გახდა პრიმერას საწყისი 3 ტურის მატჩების თარიღები. ”ბარსელონა” სეზონს ”ნოუ კამპზე”, ”რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში გახსნის. მატჩი 19 აგვისტოს, 21 საათზე დაიწყება.

ერთი კვირის შემდეგ, ჟოან გამპერის თასის (20 აგვისტო) და ესპანეთის სუპერთასის (23 აგვისტო) მატჩების შემდეგ გუნდი პამპლონას ეწვევა. ”ოსასუნასთან” გასამართი შეხვედრა 26 აგვისტოს, 19 საათზე დაიწყება.

პრიმერას მესამე ტურში ”ბარსელონა” ”ვალენსიას” უმასპინძლებს. შეხვედრა კვირას, 2 სექტემბერს, 20 საათზე გაიმართება. ამის შემდეგ გუნდებს სანაკრებო შეხვედრების გამო 1 კვირიანი პაუზა ექნებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.