ბუსკეტსი: ”მზად ვარ ყველა მატჩში მივიღო მონაწილეობა”
”ბარსელონას” ნახევარმცველი მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გუნდის რიგებში გასულ სეზონში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. მასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ მესიმ ჩაატარა. სერხიო დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში შეძლებს ასე გაგრძელებას. ”ვფიქრობ, რომ ამისთვის მზად ვარ. თუკი ტრავმები და დაღლილობა გვერდს ამივლიან, მაშინ გასული სეზონის მიღწევის განმეორებას შევეცდები”.
მის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის შესაძლო შეძენის შესახებ მან პირდაპირ განაცხადა: ”ეს მწვრთნელის და ტექნიკური შტაბის საქმეა. ისინი აკვირდებიან პოზიციებს და იღებენ გადაწყვეტილებებს. თუკი მოვა ფეხბურთელი, რომელიც ჩემს პოზიციაზე თამაშობს გუნდისთვის კარგი იქნება. მე შევეცდები ყოველთვის მოვიპოვო ადგილი ძირითად შემადგენლობაში და სრულად დავიხარჯო ვარჯიშებზე”.
ბუსკეტს კონკრეტული გვარები დაუსახელეს და კითხვები დაუსვეს შესაძლო შენაძენზე, ალექს სონგზე, რომელსაც ის ასე ახასიათებს: ”ის კარგი ფეხბურთელია. ახალგაზრდა, შრომისმოყვარე და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა. რაც შეეხება სერხი რობერტოს, ის კარგად მომზადებული ფეხბურთელია, მაგრამ პოზიციურად უფრო წინ თამაშობს. ”ბარსა” კეიტას წასვლით ბევრს კარგავს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ის ყველას ძალიან უყვარდა. ის ბევრს აკეთებდა მოედანზე” - განაცხადა ბუსიმ.
მომზადება სუპერთასისთვის
ესპანეთის სუპერთასი 2012/13 სეზონში ”ბარსას” პირველი გამოწვევაა. ”ეს პირველი ტიტულია. შეხვედრები მომზადებიდან ძალიან მცირე პერიოდში გაიმართება. ამ ტიტულის მოგებამ შეიძლება თვითრწმენა მოგვიმატოს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგი თამაში მთელი სეზონის განმავლობაში უნდა ვაჩვენოთ. ყველა თავისი ინტერესებისთვის იბრძოლებს და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო მატჩები გველის”.
რაც შეეხება ვარჯიშებს, ”ახლა სამუშაო მეთოდები იგივეა, როგორიც წინა სეზონში იყო. ჩვენ უკვე 4 დღეა ვარჯიშობთ. ვარჯიშებს ამ დღეებში ფიზმომზადების მწვრთნელები ხელმძღვანელობენ” - განაცხადა ბუსკეტსმა.
უყურებს ოლიმპიურ თამაშებს
სერხიო ბუსკეტსი ლონდონის ოპილმპიადას თვალს ადევნებს, განსაკუთრებით კი ჩოგბურთს და კალათბურთს. სერხიომ განაცხადა, რომ ძალიან დაწყდა გული ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ტურნირიდან გამოთიშვის გამო: ”გამარჯვება ძალიან რთულია. როგორც პირველ, ასევე მეორე შეხვედრაში ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტეს”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]